ჩვენ შესახებ
შპს “დენიზო“ დაარსდა 1995 წელს. ის თავაზობს მომხმარებელს საოფისე ავეჯის ფართო ასორტიმენტს. კომპანიის მისიაა შესთავაზოს მომხარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია და კომფორტული სერვისი. “დენიზო“ პროდუქციის წარმოებისას უმთავრეს აქცენტს აკეთებს ხარისხსა და თანამედროვე სტილის არჩევაზე.
“დენიზო“ დაარსების დღიდან აქტიურად მუშაობს პროდუქციისა და სერვისების დახვეწასა და განვითარებაზე. წლების განმავლობაში კომპანიამ შეძლო დაემკვიდრებინა ერთერთი ყველაზე დახვეწილი, გემოვნებიანი ავეჯის მაღაზიის სტატუსი. იგი დღემდე ინარჩუნებს ავეჯის სამომხმარებლო ბაზარზე ერთერთი წამყვანი კომპანიის პოზიციას.
ჩვენი კომპანია მოწოდებულია თქვენი სამუშაო სივრცის კომფორტულად, მოხერხებულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოსაწყობად. აქ წარმოდგენილი ავეჯი შერჩეულია ყველა იმ მახასიათებლის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს თქვენთვის კომფორტულ, უსაფრთხო და მყუდრო სამუშაო გარემოს შექმნას.
“დენიზო“-ს როგორც მენეჯმენტი ასევე საწარმოს სტაფი, დაკომპლექტებულია თავისი საქმის მაღალ დონეზე მცოდნე პროფესიონალებით. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე წარმოების დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს და დამზადებას უმოკლეს ვადებში.
ჩვენ Facebook გვერდებზე https://www.facebook.com/saofiseavejidenizo და https://www.facebook.com/denizo.furniture ყოველთვის შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიაში არსებულ სიახლეებს და გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები და მოსაზრებები. ჩვენ მათ აუცილებლად მივიღებთ მხედველობაში და გავითვალისწინებთ.
ჩვენი პროდუქციის და სერვისების ჩამონათვალი:
-
საოფისე სავარძელი;
-
გეიმერული სავარძელი;
-
კომპიუტერის სავარძელი;
-
საოფისე ავეჯი მაგიდა და სკამები;
-
საკაბინეტე ავეჯი;
-
კომპიუტერის მაგიდა;
-
ტუმბო;
-
წიგნის თაროები;
-
კედლის თაროები;
-
რკინის თაროები;
-
რკინის სტელაჟი;
-
ხის სტელაჟი